Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეები საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან

ავტორი
Front News საქართველო
თიბისის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.
Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეების და მენტორების შეხვედრას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გოგოების გუნდებისთვის საერთაშორისო კონკურსში ასპარეზობისთვისაა მნიშვნელოვანი.
წარდგენილი პროექტებიდან 18-19 მაისს, ნახევარფინალში ადგილობრივი ჟიური გადაარჩევს ნამუშევრებს და შეირჩევა გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით.
Technovation Girls ფარგლებში, მონაწილე გოგონები, ისწავლიან პროგრამირებასა და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას, მათ გარშემო არსებული პრობლემის გადასაჭრელად შეიმუშავებენ ინოვაციურ იდეებს და შექმნიან აპლიკაციას ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
(R)
თაგები:
თიბისი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


