
ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმე შემოვა ამ პირობით, იქნება ბიძინა ივანიშვილის მსგავსი პიროვნება, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, არაგამჭვირვალე კორუმპირებული ინვესტორი, – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ტედ ჯონასმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დასახელებული პირობა, რომ პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, არარეალურია და არცერთი სანდო კომპანია და ინვესტორი ასეთ პირობას არ დათანხმდება.
“სახელმწიფოს 51% ჰქონდეს და ინვესტორს 49 – არცერთი ინვესტორი ასეთი პირობით არ შემოვა. არ იქნება სანდო ინვესტორი, ან საჯარო კომპანია, რომელიც აქ შემოვა საქართველოს მთავრობის დომინანტობის ქვეშ. საშინელი სახელი აქვს საქართველოს მთავრობას პარტნიორობის მხრივ. 51%-ისთვის ფულიც არ გააჩნიათ, წარმატებას ვერ მიაღწევს. თუ მონახავენ ვინმეს, რომელიც შემოვა ამ პირობით, იქნება ბიძინა ივანიშვილის მსგავსი პიროვნება, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, არაგამჭვირვალე, კორუმპირებული ინვესტორი. სანდო საერთაშორისო კომპანია არასდროს არ შემოვა ამ პირობებით. ეს არის კიდევ ერთი განცხადება პიარული, რომ გაასულელონ საქართველოს მოსახლეობა“, – განაცხადა ტედ ჯონასმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო დანარჩენზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება.
თაგები:
ანაკლია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს