Logo

TEDxTbilisi-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

საზოგადოება
1246
Frontnews image description

TEDxTbilisi ბრუნდება! ინტელექტუალური ფორუმის მეათე საიუბილეო ღონისძიება, თიბისის მხარდაჭერით,  22 აპრილს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება.  

 

ღონისძიების მთავარი თემა “გარდამტეხი მომენტებია”, ამ თემის ირგვლივ სასაუბროდ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები 22 აპრილს TEDxTbilsi-ის სცენაზე გაერთიანდებიან და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე მოგვიყვებიან.

 

TEDxTbilsi 2023-ის მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი კაკაბაძე, მედეა ტაბატაძე, გიორგი ქვლივიძე, ნინი გოგიჩაიშვილი, რევაზ ღოღობერიძე, ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი და დავით ბირმანი.

TEDxTbilsi მოხალისეობრივ ფილოსოფიაზე დაფუძნებული კონცეფციაა, მის ორგანიზებაში მთავარი წვლილი პარტნიორებს მიუძღვით. მე-10 საიუბილეო ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი. ეს TEDxTbilisi-ის და თიბისის პირველი თანამშრომლობაა.

 

TED-ი იდეებისა და შთაგონების გავრცელების პლატფორმაა. თიბისისთვის ერთ-ერთი ღირებულება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების გამოცდილების და შთაბეჭდილებების ფართო საზოგადოებისათვის გაზიარებაა. სწორედ ამ მიზნით ვუერთდებით ღონისძიებას და დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრ საინტერესო გამომსვლელს და იდეას გავაცნობთ სტუმრებს – ამბობს თიბისის  სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი ანა ვერულაშვილი.

 

TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს. ყოველ წელს TEDxTbilisi 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ ინოვაციური და საინტერესო იდეები. 

 

ღონისძიების დეტალებს TEDxTbilisi-ის ოფიციალურ Facebook-სა და ვებგვერდზე ნახავთ ბმულზე.  

 

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე tkt.ge/tedxtbilisi2023 

 

(R)

თაგები:

თიბისი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები