ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად 19 ბავშვი და ორი მასწავლებელია გარდაცვლილი


ავტორი
Front News საქართველო
ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.
ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის განცხადებით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსიც, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა სკოლაში წასვლამდე ბებიას ესროლა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სკოლაში შესვლამდე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო კი პოლიციამ ის დააკავა, თუმცა სალვადორ რამოსმა გაქცევა შეძლო, სკოლის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს