თეკლა თიკანაშვილი - ახალგაზრდებმა გამოთქვეს განსხვავებული იდეები, მათ შორის, არ მოერიდნენ კრიტიკული შეკითხვების დასმას

ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების განსხვავებული იდეები და ხედვები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა თეკლა თიკანაშვილმა ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდებმა არაერთი მნიშვნელოვანი იდეა გააჟღერეს და მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს დიალოგის ფორმატი უნდა ჰქონდეს.
"ახალგაზრდებმა გამოთქვეს განსხვავებული იდეები, მათ შორის, არ მოერიდნენ კრიტიკული შეკითხვების დასმას და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს განსხვავებული იდეები, ხედვები და მოსაზრებები იქცეს არა დაპირისპირების საფუძვლად, არამედ დიალოგის ფორმატი მივცეთ ამ ყველაფერს და ჩვენი კონფერენციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.
თაგები:
თეკლა თიკანაშვილი




