Logo

თეკლა თიკანაშვილი - იზრდება ინტერესი ჩვენი კონფერენციების მიმართ, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიმართ ახალგაზრდებში იზრდება ნდობა

პოლიტიკა
123
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გრძელდება. დღეს შეხვედრა გურიის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ბორდის წევრებიც ესწრებოდნენ.

თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, კონფერენციების მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება იზრდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ იზრდება ნდობა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის  მიმართ.

"იზრდება ინტერესი ჩვენი კონფერენციების მიმართ. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიმართ ახალგაზრდებში იზრდება ნდობა, თანამშრომლობის სურვილი. საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონფერენციები გვაძლევს სურათს, თუ რა სჭირდებათ ახალგაზრდებს, გარდა ამისა, ეს კონფერენციები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში ახალგაზრდების გადაწყვეტილებები აისახოს ჩვენს  სამომავლო გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები