Logo

თეკლა თიკანაშვილი - შიდა ქართლელმა ახალგაზრდებმა გამოთქვეს იდეები, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა

პოლიტიკა
113
Frontnews image description

ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახალგაზრდული ხმა და ახალგაზრდების ჩართულობა განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის  წევრმა თეკლა თიკანაშვილმა შიდა ქართლში ახალგაზრდებთან გამართული  შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თიკანაშვილის განცხადებით,  შეხვედრაზე ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეა, რასაც ახალგაზრდული ორგანიზაციის გუნდი მაქსიმალურად მხარში უდგას.

"ახალგაზრდებმა გამოთქვეს სხვადასხვა იდეა, თუ რა მიმართულებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. იქნება ეს განათლების, დასაქმების თუ საკუთარი თავის რეალიზების მიმართულებით და ჩვენც მაქსიმალურად ვდგავართ ახალგაზრდების გვერდით“,- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები