ტელეკომპანია “დოჟდის” დამფუძნებელი და ჟურნალისტები რუსეთმა “უცხოური აგენტების სიაში” შეიყვანა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოური აგენტების სია” განაახლა.
სიაში ამჯერად ტელეკომპანია “დოჟდის” დამფუძნებელი ნატალია სინდეევა, ჟურნალიტების ეკატერინე კოტრიკაძე და ვლადიმერ რომენსკი, ადვოკატი მიხაილ ბენიაში, პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი და ვიდეობლოგერი ივან იაკოვინი არიან.
“უცხოელი აგენტების სიაში” შეიყვანეს ასევე Bookmate-ის დირექტორი ანდრეი ბაევი, Bookmate-ის მარკეტინგის დირექტორი და რუსული გამომცემლობის Individuum-ის დამფუძნებელი ალექსეი დოკუჩაევი, ასევე კომპანია, რომელიც ფლობს Bookmate-ს.
Bookmate-ის გამომწერთა რაოდენობა 13 მილიონს აჭარბებს, სერვისის მფლობელი კომპანია რეგისტრირებულია ირლანდიაში.
ტელეკომპანია “დოჟდმა”, რომელიც 2008 წელს დაარსდა და რუსეთის ოპოზიციას და საპროტესტო მოძრაობებს აშუქებდა, რუსეთში მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა, 18 ივლისს კი მუშაობა ლატვიიდან განაახლა.
თაგები:
ეკატერინე კოტრიკაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს