ტელეკომპანია „იმედმა” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალმა „მაესტრომ” და GDS-მა მაუწყებლობა განაახლა

ავტორი
Front News საქართველო
ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს.
"სერვერებზე შექნილი ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და ტელეკომპანია „იმედმა” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალმა „მაესტრომ” და GDS-მა მაუწყებლობა განაახლა.
სერვერების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტექნიკური სამსახური შეფერხების გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.
ტელეკომპანია „იმედის” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა” და GDS-ის მაუწყებლობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ამ პერიოდში შეფერხებით მუშაობდა ვებ-გვერდი imedinews_copy.ge. ბოდიშს ვუხდით ტელემაყურებლებს და ვებ-გვერდის მომხმარებლებს შეფერხებისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


