თენგიზ შარმანაშვილი - 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე

ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას ეხმიანება, რომელთა შეფასებითაც, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიციირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას წარმოადგენს და მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს.
"აი, ეს არის ე.წ. არასამთავრობოების მაღალი კომპეტენცია. 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე. შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და ეს კანონი მათ არ შეეხება. აკაცუკიზმი უნდა დასრულდეს. თუ უნდათ, ექსპერიმენტი ჩაატარონ. მივიდნენ პარიზში, ლონდონში, ბერლინში 50 კაცი თუნდაც, გადაკეტონ ცენტრალური გამზირი და როგორც იქ მოიქცევა პოლიცია, ვთხოვოთ ჩვენ პოლიციას, რომ გაიმეოროს", - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


