
ავტორი
Front News საქართველო
“ერთმანეთს ჭამენო ამბობს და ვერ იმჩნევს, თვითონ რას ეძახიან ერთმანეთს საჯარო გამოსვლების დროს”- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პაატა მანჯგალაძის განცხადების შესახებ, რომ "ის, რომ რეჟიმს არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ და ამ კრიზისი გამო, მათ დაიწყეს ერთმანეთის "ჭამა", ეს არის სისუსტის ნიშანი”.
როგორც შარმანაშვილი მათზე წერს, “ტოტალიტარული სექტაა და არა პოლიტიკური მიმდინარეობა”.
“მართლა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ. 10 არჩევნები წააგეს, მილიონობით დოლარის დახმარება მიაყარეს, 4 რევოლუციიის მცდელობა ჩაუვარდათ (ხალხის მხარდაჭერა არ ჰქონდათ) და კიდევ იმაზე საუბრობენ, რომ ქართველი ერი მათ უჭერს მხარს და ხალხს ვერავინ მოუგებს თურმე. ერთმანეთს ჭამენო ამბობს და ვერ იმჩნევს, თვითონ რას ეძახიან ერთმანეთს საჯარო გამოსვლების დროს - მოღალატე, ბ..ი....მართლა ტოტალიტარული სექტაა და არა პოლიტიკური მიმდინარეობა”, - წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს