თენგიზ შარმანაშვილი - გასაკვირი არ იქნება, თუ უსამართლო დამოკიდებულება ისევ გაგრძელდება, ხომ დაინახეს, რომ არაფრის გვეშინია


ავტორი
Front News საქართველო
17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება რეალობას არ ეფუძნება და სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება გრძელდება.
"რეაქცია უნდა გქონდეს, როცა თავდასხმა ასეთი ორგანიზებული, ორკესტრირებული და საფუძველს მოკლებულია. მათი განცხადება რეალობას არ ეფუძნება და სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება, დიდი ხანია, გრძელდება. არანაირ არგუმენტს არ ისმენენ, არადა, არჩევნებთან დაკავშირებით ყველანაირი არგუმენტი წარმოვადგინეთ. ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება საკმარისი უნდა ყოფილიყო, ასევე დამკვირვებლების, რომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი დასრულებულიყო. სამწუხაროდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უსამართლო დამოკიდებულებას აგრძელებენ. ახალი სანქციები გასაკვირი არ იქნება, რადგან პირველი შემთხვევა არ იქნება. ისინი მართლმსაჯულების საკითხებშიც უხეშად ერევიან, რაც დაუშვებელია. ისეთ მოსამართლეებზე ჰქონდათ საუბარი, რომელთა გადაწყვეტილებებიც სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა იმ გაგებით, რომ თქვა, მართლმსაჯულება სრულყოფილი იყოო. ასეთ ვითარებაში ვინმემ ბოდიში მოიხადა, რომ ეს მოსამართლეები ტყუილად დაასანქცირეს? რა თქმა უნდა, გასაკვირი არ იქნება, თუ უსამართლო დამოკიდებულება ისევ გაგრძელდება. ხომ დაინახეს, რომ არაფრის გვეშინია. განა იმიტომ, რომ სანქციები სასიამოვნოა და ვინმეს რაიმეს მატებს, უბრალოდ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად ჩვენი დასანქცირება არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს