თენგიზ შარმანაშვილი - გინდათ თქვათ, რომ ის გმირი მოსახლეობა, რომელიც ამდენი ხანი არაფერს შეუშინდა, ახლა შეუშინდა რაღაცას და ალაპარაკებენ სოციალური დაცვის გამო?


ავტორი
Front News საქართველო
წყნარ ოკეანეში, აღდგომის კუნძულებზე მომხდარ ამბავზე ხომ არ ვლაპარაკობთ? აქვეა, ის ხალხი ისევ იქ ცხოვრობს და ამის დადგენა ძალიან მარტივია. ერთ კაცზე რომ მითხარით, სოციალური დახმარების გამო, შეიძლება ასე ათქმევინოთო, სოფლის დანარჩენ მოსახლეობასაც ასე დავყევით და იგივე ვათქმევინეთ? - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი გახარიას განუცხადა, რომელიც კომისიის კითხვებს ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების თაობაზე დისტანციურად ჩართვით პასუხობს.
შარმანაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები გმირი მოსახლეობა, ამდენი ხნის განმავლობაში არაფერს შეუშინებია, გახარია კი ამტკიცებს, რომ სოციალური დახმარების გამო შეიძლებოდა მათ ხელისუფლებისთვის სასურველი განცხადებები გაეკეთებინათ
„საერთოდ, ის გმირი მოსახლეობა, რომელიც ამდენი ხანი არაფერს შეუშინდა, გინდათ თქვათ, ახლა შეუშინდა რაღაცას და ალაპარაკებენ სოციალური დაცვის გამო?
თქვენ რომ რაღაც ისეთს გედავებოდეთ ვინმე, ან რაღაც კითხვებს ისეთ საკითხზე გისვამდნენ, რომელიც საკამათოა და რომლის დადგენაც შეუძლებელია, ან სხვადასხვაგავრად შეაფასო - ეს სხვაა, მაგრამ ამას ვერსად წაუხვალთ, ეს არის ფაქტი: მთელი ადგილობრივი მოსახლეობა გეტყვით, რომ მე ამ ტყეში დავდიოდი, მე ამ მდინარესთან ინერტულ მასალას მოვიპოვებდი“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თავის მხრივ, გახარიამ, კომისიის წევრებს ზღაპრების მოყოლაში დასდო ბრალი.
„ნუ იტყუებით, ზღაპრებს ყვებით. იცის იმ ხალხმა ყველაფერი და რაც უფრო მალე დაამთავრებთ, უკეთესია, თქვენ აქ რაღაც შოუს დგამთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს