
ავტორი
Front News საქართველო
ინტერნეტსივრცეში გამოთქმული აზრის გამო, 170-ზე მეტ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, წარმოგიდგენიათ, ამის მეასედი რომ გავაკეთოთ საქართველოში, რა ამბავს ატეხენ?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, ამგვარი რამ საქართველოს ხელისუფლებას თავში აზრადაც არ მოსვლია და მაინც აკრიტიკებენ.
"არ დამიჭერენ ჩემი თანაპარტიელები მხარს, თორემ, მინდოდა რეზოლუციის პროექტი დამეინიციირებინა გერმანიაში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით. ამდაგვარი რამ თავში აზრადაც არ მოგვსვლია და გვაკრიტიკებენ და იქ წარმოიდგინეთ რა ხდება. უბრალოდ, ინტერნეტსივრცეში გამოთქმული აზრის გამო, 170-ზე მეტ სახლში ჩატარდა ჩხრეკა. წარმოგიდგენიათ, ამის მეასედი რომ გავაკეთოთ საქართველოში, რა ამბავს ატეხენ?!" - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს