თენგიზ შარმანაშვილი - მე 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოვედი და თქვენ ოკუპანტებთან სასწავლებლად წახვედით, ახლა მელაპარაკებით რუსეთზე და რუსებზე და შუბლის ძარღვიც კი არ გიტოკდება, როცა ამაზე ლაპარაკობ


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დისტანციურად ჩაერთო, გახარიას იმ ბრალდებებს უპასუხეს, რომლითაც მან კომისიის წევრები ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის თქმით, როდესაც აფხაზეთის ომის დროს, 19 წლის გახარიას სამშობლოს დაცვის სურვილი არ გაუჩნდა და სასწავლებლად მოსკოვში წავიდა, გასაკვირი აღარ არის, რომ მას ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის გამო დაკარგული მილიონი კვადრატული ტერიტორიაც არ სტკივა.
"როცა 19 წლის ბიჭი არ მიდის ომში და მიდის მოსკოვში, არ უჩნდება სურვილი რომ სამშობლო დაიცვას, ძალიან კარგად მესმის, იმას მერე რატომ არ სტკივა ეს მილიონი კვადრატული მეტრი. ეს არის თქვენი სახე რეალურად. ეს ორი ადამიანი, [თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი] კი, 1993 წლის 27 სექტემბერს გამოვიდა სოხუმიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმაც, რომელმაც გახარია რუსებისთვის ტერიტორიის ჩაბარებაში დაადანაშაულა იმ ფონზე, როცა 1993 წლის მოვლენების დროს, თავად სოხუმი, მისი დაცემის დღეს, 27 სექტემბერს დატოვა.
"მე 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოვედი და თქვენ, ოკუპანტებთან სასწავლებლად წახვედით და ახლა მელაპარაკებით რუსეთზე და რუსებზე. რა ჩავაბარე რუსეთს? რუსეთს შენ ჩააბარე მილიონი კვადრატული მეტრი, აგერ არის რუკა და შუბლის ძარღვიც კი არ გიტოკდება, როცა ამაზე ლაპარაკობ“, - განუცხადა თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი გახარიას.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს