თენგიზ შარმანაშვილი - მთავარი დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც ამას აფინანსებენ და ახალგაზრდებს უბიძგებენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენისკენ


ავტორი
Front News საქართველო
თუ ისინი მერე მოქმედებაზე გადავლენ, ეს იქნება კანონსაწინააღმდეგო და კანონის წინაშე აგებენ პასუხს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, მთავარი დამნაშავეები მსგავსი ღონისძიებების დამფინანსებლები არიან, რომლებიც გვერდზე გადგებიან, ახალგაზრდებს კი კანონდარღვევისკენ უბიძგებენ.
„მაგრამ აქ მთავარი დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც ამას აფინანსებენ და ამ ახალგაზრდებს უბიძგებენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენისკენ. მერე მათი უმეტესი ნაწილი გვერდზე გადგება და ეს ახალგაზრდები დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდებიან. მათი დამფინანსებლები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს