Logo

თენგიზ შარმანაშვილი - ოღონდ თვითონ იყვნენ კეთილდღეობის უმაღლეს წერტილზე და თავისიანებსაც არ დაინდობენ

პოლიტიკა
110
Frontnews image description

რა დამოკიდებულებაც აქვთ თავისი ქვეყნისადმი, ის დამოკიდებულება აქვთ თავისი თანამებრძოლისადმი, ოღონდ თვითონ იყვნენ კეთილდღეობის უმაღლეს წერტილზე და თავისიანებსაც არ დაინდობენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

თენგიზ შარმანაშვილი ურჩევს ყველას, მოემზადონ სასამართლო განხილვებისთვის, ვინაიდან საქმე ძალიან მძიმეა და მარტივად თავს ვერ დააღწევენ.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავისი კეთილდღეობისთვის, ჯერ წინა ხელისუფლების დროს ისეთ რაღაცებს ჩადიოდნენ, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია. მე ამ საგამოძიებო კომისიის წევრი ვიყავი და მეგონა, რომ რაღაცები მაინც ვიცოდი და აღმოჩნდა, რომ იმის მეათედიც არ მცოდნია, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ამას აგრძელებენ მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან. ერთმანეთთან დამოკიდებულებაც ასეთი აქვთ. რა დამოკიდებულებაც აქვთ თავისი ქვეყნისადმი, ის დამოკიდებულება აქვთ თავისი თანამებრძოლისადმი. ოღონდ თვითონ იყვნენ კეთილდღეობის უმაღლეს წერტილზე და არც თავისიანებს დაინდობენ. არავის დაინდობენ ამ ქვეყანაზე. ამ მორალის ადამიანებთან გვაქვს საქმე.  მთავარი რაც უნდა აღინიშნოს, ეს მტკიცებულებები არის ძალიან სერიოზული და მათი პოლიტიკური განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, არაფრად გამოადგებათ. მათ ვურჩევ, სერიოზულად მოემზადონ სასამართლო განხილვისთვის, რადგან იმდენად მძიმე და უტყუარი მასალებია ასე ადვილად თავს ვერ დაიძვრენენ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები