Logo

თენგიზ შარმანაშვილი - პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე ფილმი "მიმინო“ გამახსენდა

პოლიტიკა
138
Frontnews image description

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის  თქმითაც ის და მურთაზ ზოდელავა "რობოკოპებთან“ შეტაკების თავიდან ასაცილებლად მივიდნენ და უარყოფს ხალხის ძალადობისკენ მოწოდებას.

თენგიზ შარმანაშვილს ბურჭულაძის განცხადებამ ფილმი „მიმინო“ და მისი პერსონაჟი, ფრუნზიკ მიკირტიჩიანი გაახსენა.

"გენიალური რეჟისორის გიორგი დანელიას ფილმი „მიმინო“ გამახსენდა, ფრუნზიკ მიკირტიჩიანის გმირი სასამართლოზე ჩვენებას აძლევს ბუბა კიკაბიძის გმირის სასარგებლოდ, თითქოს ტუალეტის კარს არ ამტვრევდა. ქართულად დავწერ ფრუნზიკას ფრაზას - კარს არ ამტვრევდა, დააკაკუნა და უთხრა, მეც მინდაო“,- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

Advertisement