თენგიზ შარმანაშვილი - ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად?

ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ყურადღებით აკვირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს და აქვს შიში, რომ შესაძლოა, საქართველოს საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან, მისი თქმით, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში.
შარმანაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ყველაფერზე წასვლა სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.
"რას გვთავაზობს? დავიწყოთ ამ ქალბატონის აზრით ანტიირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ასე ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად და საკუთარი კეთილდღეობისთვის? მე არ ვიცი ვის რას შეახსენებს ამერიკა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად შეახსენებს ასეთებს თავის საქციელს“, - წერს შარმანაშვილი.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი




