
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნებს შორის სრული გადატვირთვის შესახებ მოლაპარაკება მეგობრული და ამავდროულად კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე მოხდა.
"რას იტყვიან ახლა ე.წ. მეგობარი აქტის სათაურის ავტორები და მათი აქაური აგენტები? ჯო უილსონის პატრონების ჭკუაზე უნდა გვევლო ჩინეთთან ურთიერთობის საკითხებში ? ტაივანის დაფინანსებული პერსონებიც არ დაგვავიწყდეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ საკუთარ ინტერესებს თავად უნდა მივხედოთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ სხვის ჭკუაზე არ უნდა ვიაროთ", - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს