Logo

თენგიზ შარმანაშვილი - სასამართლომ ერთხელ უკვე შეაფასა ბაჩიაშვილის ქმედება

პოლიტიკა
29
Frontnews image description

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან, ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

"სასამართლომ ერთხელ უკვე შეაფასა მისი ქმედება. ის არის ჩვეულებრივი ქურდი, რომელმაც სხვისი აქტივები მოიპარა. ეს სასამართლომ თავის განაჩენშიც დაასაბუთა. არ მახსენდება, რომ რაიმე კვალიფიციური კრიტიკა მომესმინოს ამ განაჩენის იურიდიული ნაწილის თაობაზე. ეს განაჩენი დასაბუთებულია. თავი რაღაცით ხომ უნდა იმართლოს. ვინ გეტყვით, ანგარებითი მოტივი მქონდა და დაგეგმილი მქონდა სხვისი აქტივების ქურდობა და მოპარვაო. ახლა მოიფიქრეს ახალი თემატიკა, რომ ვითომ ეს პოლიტიკური დევნის მოტივია.

სასამართლოზე ძალიან ნათლად დადასტურდა და განაჩენშიც დეტალურად არის აღწერილი ის მტკიცებულებები, რომ ის სხვისი აქტივების ჩვეულებრივი, რიგითი ქურდია“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Advertisement