
ავტორი
Front News საქართველო
ცნობილი მეთოდოლოგიაა, ჯერ რომელიმე სუბიექტი გააშავო, ამისთვის უნდა აიჩემო რაღაც ფრაზა, ეს იარლიყი მიაწებო და შემდეგ დაიწყო მისი განადგურება, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
"ცნობილი მეთოდოლოგიაა, როდესაც პროპაგანდისტულად იყენებენ იმას, რომ ჯერ რომელიმე სუბიექტი უნდა გააშავო, ამისთვის უნდა აიჩემო რაღაც ფრაზა. ეს იარლიყი მიაწებო და შემდეგ დაიწყო მისი განადგურება. ხანდახან ეს ხდება პოლიტიკურად, ხანდახან ფიზიკურადაც კი.
იგივე ხდება ჩვენთანაც, საქართველოში. არანაირი საფუძველი, არანაირი მტკიცებულება, ან დამადასტურებელი იმისა, პირდაპირ იწყებენ, რუსული, რუსული. რატომ არ თქვეს, რომ რუსული კვალია , როდესაც "გამჭვირვალობის“ კანონი მიიღეს საფრანგეთში? - ჩვენი კანონი ხომ ათჯერ უფრო მარტივი და ლოიალური იყო ყველაფრისადმი“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს