თენგიზ შარმანაშვილი - თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციას აღნიშნული შეთავაზებით არავინ ევაჭრება და მათ გზა შესთავაზეს. ის ასევე ინტერესდება, თუ არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ.
“არავინ ევაჭრება, გზა შესთავაზეს. თუ ამ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?” - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არანაირი შეწყალების მიმართვა არ იქნება.
თაგები:
თენგიზ შარმანაშვილი




