Logo

თენგიზ შარმანაშვილი - უკრაინის მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს

პოლიტიკა
55
Frontnews image description

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის არსებული მდგომარეობა ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, თუ რა მოხდებოდა, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ.

"უკრაინის ეს მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს. ახლა გაიაზრეთ, რა დაემართებოდა საქართველოს ამ კლიპის მარცხენა ფანჯარაში ნაჩვენები პირები რომ ყოფილიყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები. ეს პროპაგანდა არ არის, ეს რეალობაა", - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

Advertisement