Logo

თენგიზ შარმანაშვილი - ურცხვი ტყუილი! არალეგალები საკონსულო აღრიცხვაზე არ დგებიან და შესაბამისად, იქაურ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან

პოლიტიკა
262
Frontnews image description

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის სანდრო ბარამიძის  მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც, “ქართულმა ოცნებამ”, უცხოეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუსპო ხმის მიცემის უფლება, რამდენადაც საზღვარგარეთ უკანონოდ მყოფები საქართველოში ვერ ჩამოვლენ.

“ურცხვი ტყუილი! არალეგალები საკონსულო აღრიცხვაზე არ დგებიან და შესაბამისად, იქაურ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან.

ეს თუ არ იცის იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ერთი უბედურებაა, თუ იცის და მაინც იტყუება, უარესი უბედურება!”- წერს თენგიზ შარმანაშვილი Facebook-ზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები