Logo

თენგო თევზაძე - ახლა ჩვენი მოქმედების დროა და კიდევ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ

პოლიტიკა
144
Frontnews image description

ირაკლი კობახიძე ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის კი არა, ბიძინა ივანიშვილისთვისაც კი არ არის ლეგიტიმური, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ თუ გინდა, საქართველოს დაელაპარაკო - უნდა ელაპარაკო ბიძინა ივანიშვილს.

"ირაკლი კობახიძე ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის კი არა, ბიძინა ივანიშვილისთვისაც კი არ არის ლეგიტიმური. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხასიათი, რომ ყველას დაანახოს, რომ არავინ არაფერს წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს აქვთ ლეგიტიმაციის პრობლემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. არავინ არ თვლით მათ საქართველოს წარმომადგენლებად და ყველამ იცის, რომ თუ გინდა, საქართველოს დაელაპარაკო - უნდა ელაპარაკო ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება - ეს მარტივი ფორმულაა, რაც ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა.

ახლა ჩვენი მოქმედების დროა და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, კიდევ უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ, ამაზე დაანონსებულია აქციაც და ჩვენ უნდა მოვემზადოთ", - განაცხადა თენგო თევზაძემ. 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები