Logo

თენგო თევზაძე - აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმ ამოცანებს, რაც დოკუმენტით არის გათვალისწინებული

პოლიტიკა
162
Frontnews image description

მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთიანები და მკაფიოები "ქართული ოცნების" იმ პოლიტიკის მიმართ, რომელმაც საზოგადოებაში გამოიწვია მათი არაღიარება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ აღიარებს "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებად.

"მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთიანები და მკაფიოები "ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკის მიმართ, რომელმაც საზოგადოებაში გამოიწვია მათი არაღიარება, ქართველი ხალხი არ აღიარებს "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებად. სამოქმედო ხაზია ის, რომ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმ ამოცანებს, რაც დოკუმენტით არის გათვალისწინებული. მომდევნო დღეებში იქნება მნიშვნელოვანი აქტივობები, ამის შესახებ მედიას მივაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა, ან მას გადავახდევინოთ ის პოლიტიკური ფასი, რაც არ დათმობის შემთხვევაში აუცილებლად მოუწევს“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები