Logo

თენგო თევზაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობა გამოვა, ვინც არ განიხილავს ამ ერთიანობაში ყოფნას, ის აკრიტიკებს ამ იდეას

პოლიტიკა
104
Frontnews image description

ვინც არ განიხილავს ამ ერთიანობაში ყოფნას, ის აკრიტიკებს ამ იდეას. უბრალოდ, მარტივად ვიტყვი, უკეთეს გზას თუ გვთავაზობენ, მზად ვარ, მათთან ერთად, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთობა ყველა პარტიასთან ერთად, თუ გამონაკლისით, მაინც შედგება.

"ერთობა აუცილებელია იმიტომ, რომ ჩვენ მოვახერხოთ პროცესის "რესტარტი". ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესის "რესტარტი" ვერ შეძლო, ამიტომ მან აირჩია გზა რეპრესიების და არაღიარების. მეორე მხრივ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ავუხსნათ საზოგადოებას, რომ ჩვენ გვინდა პოლიტიკური პროცესის "რესტარტი", მათ შორის ეს უნდა ავუხსნათ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რომლებიც ქვეყანაში არსებული კრიზისით ძალიან შეწუხებულები არიან. ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა ვაჩვენოთ პოლიტიკური პარტიების იდენტობის შენარჩუნებით, მაგრამ ერთიანი სტრატეგიით. ჩვენ ხომ ვაპირებთ, რომ ევროპული, კოალიციური, დასავლური ყაიდის ხელისუფლების ჩამოყალიბებას, მე ამის რწმენით ვარ პოლიტიკაში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობა გამოვა, ეს ერთიანობა იქნება ყველასთან ერთად, თუ ვინმეს გარეშე, ეს ერთიანობა იქნება აუცილებლად, გამორიცხულია, რომ არ იყოს, ხოლო ვინც არ იქნება ამ ერთიანობაში, ეს იქნება დროებითი, ვინაიდან, ისინი აუცილებლად იქნებიან, საბოლოო ჯამში, ამ ერთიანობის ნაწილი.

ვინც არ განიხილავს ამ ერთიანობაში ყოფნას, ის აკრიტიკებს ამ იდეას. არავის ვესხმი თავს, უბრალოდ, მარტივად ვიტყვი - უკეთეს გზას თუ გვთავაზობენ, მზად ვარ, მათთან ერთად, როგორც რიგითი მოქალაქე, ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები