Logo

თენგო თევზაძე - ეს 7 თვე არ არის არაფერი იმასთან, რა ბრძოლაშიც ვიმყოფებით, ზურა ჯაფარიძე ამისთვის მზად იყო

პოლიტიკა
434
Frontnews image description

ეს 7 თვე არ არის არაფერი იმასთან, რა ბრძოლაშიც ვიმყოფებით. ზურა ჯაფარიძე ამისთვის მზად იყო, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიებს.

“ქართული ოცნება“ აგრძელებს იმ ხაზს, რასაც ჰქვია რეპრესიები, მაგრამ არც ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის არც  ზურაბ ჯაფარიძეს და არავის არ ეშინია მათი რეპრესიების. ჩვენ ვიცით ერთი, რომ “ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროპული, ეროვნული მომავლის მკვლელობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველო უნდა დავიბრუნოთ და ოლიგარქია უნდა ჩამოიქცეს, სხვა შემთხვევაში, ეს რეპრესიები  და ეს გადაწყვეტილებები გაგრძელდება.

7 თვე, რაც ამ ე.წ. მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძე მიუსაჯა, ეს 7 თვე არ არის არაფერი იმასთან, რა ბრძოლაშიც ვიმყოფებით. ზურა ჯაფარიძე ამისთვის მზად იყო, საკუთარი ფეხით მივიდა იმ მასაკარადში, რასაც სასამართლო პროცესს უწოდებს “ქართული ოცნება“ და მისი სასამართლო, აქედან გამომდინარე, ბრძოლა იქნება სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თენგო თევზაძემ. 

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები