თენგო თევზაძე - ეს მათი ხედვაა და სწორადაც ეშინიათ, მაგრამ ხალხი ხედავს სიმართლეს და ალტერნატივას, ამიტომ, ჩვენ არ გვეშინია

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება" ოპოზიციაში ხედავს ძალას, ალტერნატივას, ამიტომ, მათ დარჩათ ის არაკონსტიტუციური ინსტრუმენტები, რასაც ჰქვია ოპოზიციური პარტიის წევრების პატიმრობა, მათი შევიწროება და პარტიების აკრძალვა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ოპოზიციას "ქართული ოცნება" ვერ შეაჩერებს.
"ქართული ოცნება" ოპოზიციაში ხედავს ძალას, ალტერნატივას, მათ იციან, რომ დღეს ალტერნატივა უკვე არსებობს ქვეყანაში "ქართული ოცნების" გარდა, ამიტომ, მათ დარჩათ ის არაკონსტიტუციური ინსტრუმენტები, რასაც ჰქვია ოპოზიციური პარტიის წევრების პატიმრობა, მათი შევიწროება და პარტიების აკრძალვა.
"ქართულ ოცნებას" ეშინია ოპოზიციის, ხალხის, იცის, რომ მათი საქმე ვერ არის კარგად და ამიტომ, ყველანაირ არასამართლებრივ თუ უკანონო გზას მიმართავს, რომ როგორმე ოპოზიცია დააცალკეოს, დააშოროს ერთმანეთს და ხალხს და რომ საერთოდ აღარ იარსებონ ოპოზიციურმა პარტიებმა. ეს მათი ხედვაა და სწორადაც ეშინიათ, მაგრამ ხალხი ხედავს სიმართლეს და ალტერნატივას, ამიტომ, ჩვენ არ გვეშინია", - განაცხადა თენგო თევზაძემ.
"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართავს, რომელშიც გაზრდილი იქნება პარტიების ჩამონათვალი, კერძოდ, დაემატება პარტია "ფედერალისტები".
თაგები:
თენგო თევზაძე




