Logo

თენგო თევზაძე - ეს ფული მოდიოდა რუსეთიდან და მისი გათეთრება 2022 წელს დაიწყო, ანუ, რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ

პოლიტიკა
402
Frontnews image description

ეს ფული მოდიოდა რუსეთიდან და მისი გათეთრება 2022 წელს დაიწყო, ანუ, რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი თენგო თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" და პირადად ივანიშვილმა საქართველო აქცია კრიმინალის, ძალადობის და ნარკოკარტელის ბუდედ.

"2022 - 2024 წლებში დაახლოებით 700 მილიონი დოლარი გაუთეთრებია "ქოცებს".  

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ დოლარი კი არა - დოლარის ეკვივალენტი რუბლი გაათეთრეს. ეს ფული მოდიოდა რუსეთიდან და მისი გათეთრება 2022 წელს დაიწყო. ანუ, რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ. 

ქვეყანაში ძალიან ბევრი “შავი ფული” ტრიალებს, ასევე ძალიან ბევრი რუსული ფულია შემოსული და ამ ყველაფერში, დიდი ალბათობით, ჩართულია კომერციული ბანკები. ვისაც სჯერა, რომ გადამხურდავებელ ჯიხურში ახურდავებდნენ 700 მილიონს - სულელია.

გამორიცხულია მშპ-ს 2% მეტი “შავი”, არადეკლალირებული ფული შემოსულიყო და არ/ვერ იცოდეს შსს-მ, სუსმა და ეროვნულმა ბანკმა.

"ქართულმა ოცნებამ" და პირადად ივანიშვილმა საქართველო აქცია კრიმინალის, ძალადობის და ნარკოკარტელის ბუდედ. კრიმინალებისთვის საქართველო არის ე.წ Green Zone. 

700 მილიონი დოლარი (რუბლებში კიდევ უფრო მეტი) წონაში არის 7000 კგ (7 ტონა) და სიგრძეში 700 მეტრი. 

"ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდის გამოძიებისას დარწმუნებული ვარ, ბევრი სიბინძურე ამოტივტივდება. ადამიანებით ვაჭრობით დაწყებული ნარკოტრეფიკით დამთავრებული - სამშობლოს ღალატი და რუსული ტერორისტული რეჟიმის ხელშეწყობა რამდენიც გინდათ. 

ვინც ამ რეჟიმს უჭერს მხარს, ის ღალატობს საკუთარ მომავალს", - წერს თენგო თევზაძე.

პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

Advertisement