Logo

თენგო თევზაძე - მნიშვნელოვანია ოპოზიციაში გადაჯგუფება, რათა წინააღმდეგობის ახალი ენერგია შეიძინოს ამ ბრძოლამ

პოლიტიკა
26
Frontnews image description

მნიშვნელოვანია ოპოზიციაში გადაჯგუფება, რათა წინააღმდეგობის ახალი ენერგია შეიძინოს ამ ბრძოლამ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხებია - როგორ მიიღწეს სამართლიან არჩევნები და როგორ უნდა გაგრძელდეს ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის და არაღიარების მინიჭება.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს დღეებში - შეიძლება ხვალ, ზეგ, ეს საკითხები დასრულდეს, შეთანხმება შედგეს. მნიშვნელოვანია ოპოზიციაში გადაჯგუფება, რათა წინააღმდეგობის ახალი ენერგია შეიძინოს ამ ბრძოლამ.

მნიშვნელოვანი საკითხებია - როგორ მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს, როგორ უნდა გაგრძელდეს ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის და არაღიარების მინიჭება, ასევე, მნიშვნელოვანია ტრანზიციული პერიოდი, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა მას შემდეგ, რაც რეჟიმი ჩამოიშლება. რაც შეეხება უშუალოდ სტრატეგიას, ეს იქნება ყოველთვიური პროტესტის გაძლიერება და გამრავალფეროვნება", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები