თენგო თევზაძე - მნიშვნელოვანია, რომ ერთობა იყოს ისეთი, რომელიც გამოასხივებს ძალას

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის გაერთიანება პროდასავლური ძალების, პირველ რიგში, აუცილებელია, თუ ეს იქნება იმ ნაწილში, რომ ჩვენ მივაღწიოთ მოთხოვნების შესრულებას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა გამოიძებნოს რესურსი პროდასავლურ დემოკრატიულ ძალებში.
"ოპოზიციის გაერთიანება - პროდასავლური ძალების, პირველ რიგში, აუცილებელია, თუ ეს იქნება იმ ნაწილში, რომ ჩვენ მივაღწიოთ მოთხოვნების შესრულებას. მე არ ვფიქრობ და არ მგონია, რომ ერთიანობა უნდა შედგეს სიმბოლური ერთობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ერთობა იყოს ისეთი, რომელიც გამოასხივებს ძალას.
არ ვიცი, როგორი კონფიგურაციით, მაგრამ ის, რომ უნდა გამოიძებნოს რესურსი პროდასავლურ დემოკრატიულ ძალებში, ამას ვხედავ. არის თუ არა ეს რესურსი, რა თქმა უნდა, ეს იქნება მას შემდეგ, როცა ნება გაჩნდება", - განაცხადა თენგო თევზაძემ.
“საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელი ნინო ლომჯარია ოპოზიციას სთავაზობს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელზეც გადაწყდება ქვეყნის მომავალი.
თაგები:
თენგო თევზაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


