Logo

თენგო თევზაძე - მოვუწოდებთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას, მონიტორინგზე ხელის შეშლის და აკრძალვის ნაწილშიც ჰქონდეს რეაგირება

პოლიტიკა
324
Frontnews image description

მოვუწოდებთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას, არა მხოლოდ მონიტორინგის ნაწილში, არამედ მონიტორინგზე ხელის შეშლის და აკრძალვის ნაწილში ჰქონდეს რეაგირება, ვინაიდან დღეს ვიმყოფებით დიქტატორულ რეჟიმში, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ გადაწყვიტა, დამალოს ის, რაც სასამართლო სხდომებზე ხდება.

"ჩვენ თვეების განმავლობაში ვხედავთ, რომ რეჟიმი და რეჟიმის სასამართლო არ აძლევს ეუთო/ოდირს იმის შესაძლებლობას, რომ მისი წარმომადგენლობა დააკვირდეს სასამართლო სხდომებს.  დღესაც ვხედავთ, რომ 11 პოლიტიკური პატიმრის სასამართლოზე ადვოკატებმა მოითხოვეს ეუთო/ოდირის წარმომადგენლების დასწრება, ეს უსამართლო სასამართლო კი ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

დღეს ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ გადაწყვიტა, დამალოს ის უსამართლობა, რაც პოლიტიკური პატიმრების სასამართლო სხდომებზე ხდება, დაუმალოს საქართველოს მოსახლეობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დაუმალოს საერთაშორისო საზოგადოებას.

ჩვენ ერთი მეორის მიყოლებით ვხედავთ, როგორ აკრძალეს ვიდეო და აუდიო გადაღება სასამართლო სხდომებზე, ასევე, მოსამართლეები ემუქრებიან ოჯახის წევრებს და დამსწრე პირებს, რომ თუ სურათი ან ვიდეო გავრცელდება სოციალურ ქსელებში, სასამართლო სხდომები დაიხურება. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, თუ როგორ უნდა "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, დამალოს ის, რაც სასამართლო სხდომებზე ხდება.

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ საჯაროობა და საჯარო სხდომები სამართლიანი სასამართლოს აუცილებელი პირობაა. დღეს ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო და მოვუწოდებთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას, არა მხოლოდ მონიტორინგის ნაწილში, არამედ მონიტორინგზე ხელის შეშლის და აკრძალვის ნაწილში ჰქონდეს რეაგირება, ვინაიდან დღეს ვიმყოფებით დიქტატორულ რეჟიმში, "ქართული ოცნება" არ აძლევს საზოგადოებას სამართლიან სასამართლოს, ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს საჯაროობას და გამოგონილი ბრალდებებით 4, 7 და 10 წელი ციხე ემუქრებათ პოლიტიკურ პატიმრებს. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

Advertisement