თენგო თევზაძე - ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" სახელმწიფო მოაქციოს იზოლაციაში


ავტორი
Front News საქართველო
ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" სახელმწიფო მოაქციოს იზოლაციაში, როგორ ცდილობს, ის იყოს რუსეთისა და ირანის გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდება პატიმრებზეც.
"ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება", სახელმწიფო მოაქციოს იზოლაციაში, როგორ ცდილობს, ის იყოს რუსეთისა და ირანის გავლენის ქვეშ. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, ფაქტობრივად, საქართველოში დაამკვიდრეს ერთპარტიული არჩევნები, სადაც 100%-იან შედეგს იღებს მმართველი პარტია.
მესამე საკითხი იქნება პოლიტიკური პატიმრები, ისინი უნდა გათავისუფლდნენ, რომლებიც ყოველდღე ემატებიან ციხეებს", - განაცხადა თენგო თევზაძემ.
ევროპარლამენტის წევრების ვიზიტი საქართველოში დღეიდან იწყება. ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებია დაანონსებული.
თაგები:
თენგო თევზაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს