“ტექნიკურად, იურიდიულად, დღესვე შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით ნიკა მელიას გათავისუფლება”


ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ სამართლებრივი ბერკეტი გამართულია იმისთვის, რომ ნიკა მელიამ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება.
"ბევრი პუნქტი აქვს ამ შეთანხმებას, ერთ-ერთი არის სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დეტერმინირებული დანაშაულების გამო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების გათავისუფლება. ერთ-ერთი ასეთი პირი, როგორც ვიცით, არის ნიკა მელია, რომელიც ბრალდებულია და ამ შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფება. გირაოს გადახდა არ წამოადგენს ერთადერთ საფუძველს, რომელითაც შეიძლება მოხდეს გათავისუფლება, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური შეთანხმება არსებობს ამნისტიასთან დაკავშირებით, ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას პირების, ეს დროის საკითხია უბრალოდ და აქედან გამომდინარე, ტექნიკურად, იურიდიულად, დღესვე შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით და შესაძლებლობით მისი გათავისუფლება", – განაცხადა ბურჯანაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს