ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ავტორი
Front News საქართველო
ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისათის უკვე ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ Front News-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ცეცხლი მცირე ზომის ნაგებობას გაუჩნდა. ადგილზე მუშაობდა შესაბამისი რაოდენობის სახანძრო-ამაშველო ძალები. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, დაშავებილი არავინ არის”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თაგები:
ხანძარი




