ტერენს კროუფორდი - ხელთათმანებს ვიხსნი, მაგრამ ჩემი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება

ავტორი
Front News საქართველო
"კრივმა იმ ადამიანად ჩამომაყალიბა, ვინც დღეს ვარ. შესაძლოა, ხელთათმანებს ვიხსნი, მაგრამ ჩემი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება“, - ამის შესახებ ამერიკელმა სპორტსმენმა ტერენს კროუფორდმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.
მიმართვიდან ირკვევა, რომ 38 წლის ლეგენდარულმა მოკრივემ პროფესიონალურ კრივში კარიერა დაასრულა.
„მქონდა შესაძლებლობა, მეკეთებინა ის, რაც მიყვარდა და სწორედ ამიტომ თავს დალოცვილად ვგრძნობ. ეს ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში გულშემატკივრები და საჩემპიონო ქამრები გამოჩნდებოდა. ამ დაუვიწყარ გზაზე თითოეული ნაბიჯი შრომის, დისციპლინისა და რწმენის შედეგი იყო“, - აღნიშნავს კროუფორდი.
მოკრივე აცხადებს, რომ ცხოვრების რთულ გზაზე კრივს ყველაფერი დაუთმო და დასახულ, რთულ მიზნებს მიაღწია. მიმართვაში კროუფორდი განსაკუთრებულ მადლობას გულშემატკივრებსაც უხდის.
"კრივს ყველაფერი დავუთმე, საუკეთესო მეტოქეებს შევხვდი, დივიზიონები შევიცვალე და ისტორია დავწერე, გამაჩნდა 42 გამარჯვება დაუმარცხებლად და ხუთი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა. ეს მარტივი გზა არ ყოფილა. ეს ვიდეომიმართვა არ არის დამშვიდობება, ეს არის მადლობა მათ მიმართ, ვინც ჩემ გვერდით იდგა“, - აცხადებს სპორტსმენი.
ტერენს კროუფორდმა კარიერის ბოლო ბრძოლა გასულ ზაფხულს ლას-ვეგასში ჩაატარა. ღონისძიებას 70 482 მაყურებელი დაესწრო, ხოლო შეხვედრაში ამერიკელმა მოკრივემ მექსიკელი კანელო ალვარესი 12 რაუნდის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
თაგები:
ტერენს კროუფორდი




