თერჯოლაში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ხელმძღვანელმა პირებმა,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სამხედრო პირებსა და ოჯახის წევრებთან ერთად გვირგვინებით და ყვავილებით შეამკეს სოფელ ღვანკითში ვალერი გოგნაძის მემორიალი, სოფელ ძევრში უშანგი (შმაგი) სოფრომაძის მემორიალი, სოფელ ზედა სიმონეთში ალია ბარდაველიძის მემორიალი, ხოლო სოფელ კვახჭირსა და ჭოგნარში კი გიგა სახელაშვილის და ბადრი ბასილაძის საფლავები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი გმირების ნათელ ხსოვნას. თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის სასულიერო პირებმა კი გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან 5 მებრძოლი დაიღუპა: ვალერი გოგნაძე, ალია ბარდაველიძე, უშანგი სოფრომაძე, გიგა სახელაშვილი და ბადრი ბასილაძე.
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გმირების ოჯახებს ფულადი დახმარება გადაეცემათ.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
თაგები:
აგვისტოს ომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს