თერჯოლაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და დაფინანსებით, ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და დაფინანსებით, მერიის მიმდებარედ, ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე ქართული ესტრადის ვარსკვლავის ცნობილი სიმღერები შესრულდა, რამაც თერჯოლელი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონცერტი გიორგი გასვიანს მიჰყავდა და მასში ასევე მონაწილეობდნენ მუსიკალური შემსრულებლები: ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, მაგდალენა ჯოხაძე, ასევე, ანრის ბენდი.
თაგები:
თერჯოლა








