თერჯოლაში სკოლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში სკოლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
2023-2024 სასწავლო წლის 67 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონიას მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მეუფე, მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დავით გორდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე ,თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოქროს მედალი 52 მოსწავლეს გადაეცა, ხოლო ვერცხლის მედლით 15 მოსწავლე დაჯილდოვდა.
თაგები:
თერჯოლა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა









