თერჯოლაში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
9 თებერვალს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს გოდოგნის, კვახჭირის, ჭოგნარის, ქვ. სიმონეთის და ნახშირღლეს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან.
აღნიშნულ შეხვედრებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელა ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელება მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოყოფილი 690 000 ლარით.
თაგები:
თერჯოლა














