
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
10 თებერვალს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა ბარდუბნის, ზედა სიმონეთის, ახალთერჯოლის, ეწრის და სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან.
აღნიშნულ შეხვედრებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსახელა ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელება მოხდება "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 690 000 ლარით.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შეირჩა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები: საუბნო გზების, გარე განათების, სანიაღვრე სისტემის,მინი მოედნების მოწყობა-მოწესრიგება.
მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები და კონსულტაციები 13 თებერვალს დასრულდება.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს