თერჯოლის მერის პირველმა მოადგილემ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სასურსათო პაკეტი გადასცა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ბაზაძემ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სასურსათო პაკეტი გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ოჯახში, დღეს პირადად მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, ხელმძღვანელმა პირებმა თითოეულ მათგანს საბარბარობო ნობათი გადასცეს და დამდეგი ქრისტიანული დღესასწაული მიულოცეს.
აღნიშნული პაკეტს, რომელიც ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დანარჩენ ბენეფიციარებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები გადასცემენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, პროგრამით გათვალისწინებულ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს სადღესასწაულოდ 100-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.
თაგები:
თერჯოლა







