
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, ჭოგნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალგაზრდულ-სპორტულ ფესტივალს დაესწრო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალი მრავალფეროვანი სპორტული და გასართობი ღონისძიებებით წარიმართა. ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთის, ფრენბურთის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, შაშის, ჭადრაკის და ნარდის ტურნირები; სახის მოხატვის აქტივობა, დრონების შოუ, მასტერკლასები, ჭკვიანი სახლის პრეზენტაცია;
ფესტივალის დასასრულს, კონცერტი ჩატარდა ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით. დაჯილდოვდნენ ტურნირებში გამარჯვებულები.
ახალგაზრდული ფესტივალი, სპორტკლუბი "ულუმპიანის“, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის, ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს