თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი "მიქელანჯელო - წლის ხელოვანი 2025“-ის მესამე საერთაშორისო პრემიის მონაწილე ხელოვანებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე "მიქელანჯელო - წლის ხელოვანი 2025“-ის მესამე საერთაშორისო პრემიის მონაწილე ხელოვანებს შეხვდა.
მანუჩარ რობაქიძემ ღონისძიების მონაწილეებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელოვანების მიღწევები განსაკუთრებით საამაყოა.
თავისუფალი ხელოვნების სივრცე გალერეას ორგანიზებით ჩატარებული პროექტი "მიქელანჯელო-წლის ხელოვანი -2025“ თანამედროვე ქართველი ხელოვანებისა და მხატვრების გამორჩეულ მიღწევებს მიეძღვნა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ხათუნა გურული „მიქელანჯელო-წლის ხელოვანი 2025“-ის ლაურეატის პრემიის მფლობელი გახდა, შესაბამისი პრიზით და დიპლომით დაჯილდოვდა. ანა გოგიაშვილს კი, ღონისძიებაში მონაწილეობისათვის დიპლომი გადაეცა. ორივე ხელოვანის ნამუშევრები „მიქელანჯელო-წლის ხელოვანი 2025“- ის კატალოგში განთავსდება.
პროექტი „მიქელანჯელო-წლის ხელოვანი -2025“ ქართული და იტალიური კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებაა.
თაგები:
თერჯოლა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა




