
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე და კულტურის სამსახურის უფროსი მაკა ასათიანი პროექტის “გაეროს მოდელირება” გახსნაზე იმყოფებოდნენ.
პროექტი თერჯოლის მერიის მხარდაჭერითა და სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს” ინიციატივითა ხორციელდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება.
"გაეროს მოდელირებაში“ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14–18 წლის 120 ახალგაზრდა მონაწილეობს და მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე, ახალგაზრდების აქტიური სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას. თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ პროექტში 21 მონაწილე ჩაერთო.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები იმუშავებენ თემატურ კომიტეტებსა და გენერალურ ასამბლეაში, იმსჯელებენ აქტუალურ გლობალურ საკითხებზე და შეიმუშავებენ რეზოლუციის პროექტებს.
თაგები:
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს