
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში ჩაერთო.
26 მაისის პროგრამა სკანდის ისტორიულ ციხეზე საზეიმო მსვლელობით დაიწყო, სადაც ხელმძღვანელმა პირებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს.
მსვლელობის შემდეგ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გვირგვინით შეამკო გმირთა დიდების მემორიალი და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე პატივი მიაგეს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვანო ხუხუნაიშვილის ხსოვნას და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
თერჯოლაში, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზებით მოწყობილი აქტივობების ფარგლებში, ასევე ჩატარდება სპორტული და მუსიკალური ღონისძიებები.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს