თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნო

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ახალი საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9 უსახლკარო, სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარია გამოყოფილი.
სოციალური პროგრამა, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან ხორციელდება, ითვალისწინებს ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ან შეძენას მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთა სახლები დაზიანების მასშტაბის გამო დემონტაჟს ექვემდებარება.
პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი სახლი უკვე 50 ოჯახს გადაეცა.
თაგები:
თერჯოლა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა








