თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი სიმონეთის მოხუცთა პანსიონატს ეწვია და ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა

ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით სიმონეთის მოხუცთა პანსიონატს ეწვია, სადაც ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და სასაჩუქრე ნობათები გადასცა.
ბენეფიციარებს თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის აღსაზრდელებმა, ასევე ანსამბლმა "იამემ“ და ანსამბლმა "მასპინძელომ“ მუსიკალური ნომრებიც წარუდგინეს.
მანუჩარ რობაქიძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის მსგავსი ტიპის სოციალური მხარდაჭერის აქციები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ადგილობრივი ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას ხანდაზმული და მზრუნველობა მოკლებული მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
ღონისძიებას მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი დიანა ფოცხვერაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მაკა ასათიანი, სოფელ ქვ. სიმონეთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბრეგვაძე, მერის წარმომადგენელი გია ხუჯაძე და აიპების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თაგები:
თერჯოლა









